მწარმოებელი: WinContig
ვერსია: 1.05.02
პროგრამის ვებ-გვედი: WinContig
ქართული ენის ფაილი: გადმოწერა
გაქართულებაზე მუშაობდა: გიორგი მელითაური
მწარმოებელი: Ashampoo
ვერსია: 9.1.0
პროგრამის ვებ-გვედი: WinOptimizer 9
ქართული ენის ფაილი: გადმოწერა
გაქართულებაზე მუშაობდა: გიორგი მელითაური
მწარმოებელი: AnyVideoConverter
ვერსია: 4.3.3
პროგრამის ვებ-გვერდი: Any Video Converter Ultimate
ქართული ენის ფაილი: გადმოწერა
გაქართულებაზე მუშაობდა: საბა ხმალაძე
ძალიან ხშირად საქართველოში დამკვიდრებული კომპიუტერული და ტექნიკური ტერმინოლოგია საზოგადოების რაღაც ნაწილის უკმაყოფილების და ზოგ შემთხვევაში დაცინვის საგანიც კი ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა შეიძლება არც კი იცოდეს, ძირითად შემთხვევებში ამ ტერმინოლოგიის შემუშავება სწორედ საზოგადოებრივი განხილვების შედეგად ხდება. თუმცა, არსებობს პროექტები, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც მთარგმნელების მაკოორდინებელი ჯგუფი, ე.წ. გამქართულებლები იღებენ.
სიტყვა „მიჯიკა“, ქართველ კინომანებს აქამდე ქართულ მხატვრულ ფილმ „იმერულ ესკიზებს“ ახსენდება, დღეს კი ეს სიტყვა სოციალურ ქსელ „Facebook“–თან ასოცირდება. როგორც ნოშრე ჩხაიძე Microsoft–ის პროდუქტების ლოკალიზაციის პროექტების მენეჯერი ამბობს, „Facebook“–ის გაქართულება არის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კოლაბორაციის საუკეთესო ნიმუში. ეს არის ლოკალიზაციის პროექტი, სადაც მხოლოდ ხალხმა გააქართულა პროდუქტი.
“Facebook–მა აირჩია არაკოორდინირებული, სრულიად საზოგადოებაზე დაფუძნებული ლოკალიზაციის პროექტი,რომელიც ყველა ენაზე ერთნაირად განხორციელდა. პირველ ეტაპზე საკმაოდ გაუმართავი და სასაცილო თარგმანები მიიღეს. ხმის მიცემის და ფილტრაციის შედეგად დამკვიდრდა სწორედ ის ტერმინოლოგია, რაც დღეს გვაქვს. ხალხმა თავად გაცხრილა უხარისხო თარგმანები. ვინაიდან „უჯიკე“ დამკვირდა, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებრის დიდმა ნაწილმა მისცა ხმა ამ ტერმინს,“ ამბობს ნოშრე ჩხაიძე.
Microsoft–ის პროდუქტების ლოკალიზაციის პროექტების მენეჯერი საინფორმაციო ტექნოლოგიური ტერმინოლოგიის და პროდუქტების ლოკალიზაციის საფუძველის ჩაყრას 2000 წელს ლოკალიზაციის სფეროში, მისივე შეხედულებით, ერთ–ერთი უძლიერესი ენათმეცნიერის, კახა გაბუნიას მეთაურობით დაფუძნებულ Win-ka ჯგუფს უმადლის. Win-ka ჯგუფში 2000–მდე კომპიუტერული და ტექნიკური ტერმინოლოგიის განხილვის პროცესს ხელმძღვანელობდა ლოკალიზაციის ექსპერტი გიორგი ალხაზიშვილი. დაახლოებით 10 კაცი რეგულარულად ხვდებოდა ინფორმატიკის სამინისტროში, სადაც მიმდინარეობდა ტერმინებზე მსჯელობა და შეჯერება. მაშინ, როცა ღრუბლოვანი ტექნოლოგიები არ არსებობდა, ერთ–ერთმა პროგრამისტმა კოლაბორაციისთვის შექნა პროგრამა, რის საშუალებითაც შესაძლებელი იყო პროექტში ერთმანეთის მიერ შეტანილი შენიშვნების დანახვა და ხმის მიცემა. ამ პროგრამის მეშვეობით ტერმინოლოგიის დამუშავების პროცესში ჩართული იყვნენ საზღვარგარეთ მცხოვრები ექსპერტებიც, მაგალითად ვასილ კეკელია, რომელიც პარიზში ცხოვრობს. სწორედ Win-ka ჯგუფის მიერ შემუშავებული ტერმინოლოგიას დაეფუძნა ძალიან ბევრი პროექტი და უკვე მის შემდეგ განხორციელდა– Widows XP-ის, Office-ის, Windows 7–ის და ა. შ გაქართულება.
„იუ–ჯი–ელ–თი“–ს, არაკომერციული გამქართულებელთა ორგანიზაციის ერთ–ერთი დამფუნებელი გიორგი მელითაური მიიჩნევს, რომ ქართული კოპმიუტერული და ტექნიკური ტერმინოლოგიის ჩამოყალიბებას ხელს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი უშლის.
„ხდება ტერმინების პირდაპირი თარგმნა, ანუ გაქართულება უნდა მოხდეს და არა თარგმნა. ხშირ შემთხვევაში გამოიყენებენ რუსულ თარგმანებსაც. ჩვენი ორგანიზაციის ჩამოყალიბების მიზანი სწორედ ის იყო, რომ შეგვექმნა სრულიად ქართული პროდუქტი,“ აღნიშნავს გიორგი მელითაური
მისივე თქმით, ტერმინოლოგიის მოძიება მარტივი არ არის. საჭიროა როგორც ინგლისურის გადმოქართულება, ასევე რუსულთან ან სხვა ენასთან შედარებაც. 2010 წლის ივლისიდან ერთ ჯგუფად ჩამოყალიბებული ორგანიზაცია გუნდურად მუშაობს კონკრეტული ტერმინების დაფუძნებაზე. თუ საკუთარი ძალებით არ გამოსდით, მაშინ სხვადასხვა საშუალებებს მიმართავენ– მაგალითად სულხან-საბას, ან შანიძის დროინდელ ლექსიკონებს. საბოლოო გზა არის ფორუმი, სადაც გარკვეული ტერმინის საჯარო განხილვა ხდება.
„რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ის ტერმინები, რომლებიც დღეს, ასე ვთქვათ, “გვჭედავენ”, ძირითადად ჩამოყალიბებული ჰქონდათ ისეთ დიდ ენათმეცნიერებს როგორებიც შანიძე და ჩიქობავა იყვნენ. უბრალოდ რუსულმა გადაგვიყოლა და, მსუბუქად რომ ვთქვათ, მივივიწყეთ. მაგალითად ეტა– (@)საბაჩკას ეძახიან რუსები, ჩვენმა “გენიოსმა” მთარგმნელმა გადმოთარგმნა ძაღლუკად, ხანდახან ლეკვადაც კი მოიხსენებენ, არადა საერთოდ არ ჰგავს. შანიძის დროით ეტას (@) ა–ბორბალა ერქვა. ჩემი აზრით, მშვენიერი შესატყვისია,“ დასძინა გიორგი მელითაურმა.
მიუხედავად საზოგადოების მიერ გამოთქმული პრეტენზიებისა, ნოშრე ჩხაიძეს მიაჩნია, რომ საქართველოში განხორციელებული ლოკალიზაციის პროექტები წარმატებულია. მისივე თქმით, ბევრ ენას არ ჰქონია იმის საშუალება, რომ ტერმინები განეხილა არა მარტო დახურულ ჯგუფს შიგნით, არამედ ფართო აუდიტორიასთან ერთად.
„ინტერნეტში glossary.isi.ac.ge–ზე ახლაც გამოქვეყნებულია ტერმინები. მიმდინარეობს ხმის მიცემა, განხილვა. ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, არასასურველი ტერმინი განახლებულ ვერსიაში შეიცვალოს. ტერმინოლოგიის შემუშავება არის უწყვეტი პროცესი, რომელიც მუდივად განახლების რეჟიმშია. როგორც წესი, ამა თუ იმ პროექტის ტერმინოლოგია გადის ბუნებრივ ფილტრაციას და საბოლოო ჯამში, ვიღებთ კარგ პროდუქტს. ბევრი ტერმინია, რომელიც არ დამკვიდრდა, ან დღემდე დისკუსიის საგანია: მაგალითად „მალსახმობი“– იგივე ბმული–„Shortcut”, ასევე „ხატულა“–„icon” და „დამარქაფება“-“back up”, – ნოშრე ჩხაიძე.
ლოკალიზაციის პროექტი 6 თვიდან ერთ წლამდე პერიოდს მოითხოვს. მაგალითისთვის Microsoft–ის პროდუქტების თარგმანის ყოველი ახალი ვერსიის განხორციელებისას პირველ რიგში მნიშვნელოვანია, თუნდაც, უკვე არსებული ტერმინოლოგიის დახვეწა და განახლება. ასევე, სტილის სახელმძვანელოს გადახედვა. საბოლოო ჯამში, 3–დან 10–მდე მთარგმნელის მიერ შეჯერებული ფრაზები გადის ტექნიკური რედაქტირებას–რამდენად შეესაბამება ფრაზა ტექნიკურად ინგლისურ ორიგინალს; საჭიროა, ასევე, ფრაზები გადამოწმდეს სხვადასხვა ენებზე. ამის შემდეგ ენობრივი მოდერატორი გამორიცხავს სტილის გიდთან ენობრივ ცდომილებას, რის შემდეგაც პროდუქტი ეგზავნება Microsoft–ის ინჟინირების პარტნიორს, სადაც გადის ტექნიკურ ტესტირებას. ამ შემთხევაში შესაძლოა შეტანილი იქნას მცირე ტექნიკური ცვლილებები, დავუშვათ ფრაზა აჭარბებს განსაზღვრულ ზომას და საჭიროებს შემცირებას. დაბრუნებული თარგმანიდან დგება ბეტა ვერსია, რომლის პაკეტიც იგზავნება საბოლოო ტესტირებისთვის, თუ რამდენად გამართულად მუშაობს პროდუქტი კომპიუტერში.
და მაინც, როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიურ სფეროში დაკავებული ჟურნალისტები აღნიშნავენ, არც თუ ისე იშვიათად ექმნებათ პრობლემები ამა თუ იმ ტერმინის სათანადო თარგმანის მოძიებისას.
„ეს ალბათ იმის ბრალია, რომ ქართული ენა, სხვა ენებთან შედარებით ნაკლებად ლოიალურია უცხოური ტერმინების მიმართ. ძალიან ბევრი ტერმინია, რომელსაც, ჩემი აზრით, ქართული შესატყვისი არ გააჩნია. უმჯობესია ისინი არ ითარგმნოს, მაგალითად, „ინტერფეისი“. შესაძლოა მოიძებნოს მისი რაიმე შესატყვისი, მაგრამ არავითარ შემთხევაში არ გადმოსცემს ორიგინალის ზუსტ მნიშვნელობას,“ ამბობს საინფორმაციო–ტექნოლოგიური გაზეთის ჟურნალისტი გიორგი ბერიძე.
„ასევე, არის შემთხვევებიც, როცა გვხვდება ტერმინი, რომლის ოფიციალური თარგმანი არ არსებობს. ამ შემთხვევაში თავად გვიწევს მაქსიმალურად ქართული თარგმანის მოგონება, მაგალითად Heat Pipe-ვთარგმნეთ როგორც სითბური მილაკი. ამ შემთხვევაში გაგვიმართლა და თარგმანი სრულად გადმოსცემს ორიგინალის აზრს. მაგრამ Case–ის შემთხვევაში, საქმე უფრო რთულადაა. ეს სიტყვა პირდაპირი მნიშვნელობით ყუთს ნიშნავს, რომელიც ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გადმოსცემს ორიგინალის ზუსტ შინაარსს, ამიტომ ჯობია არ ითარგმნოს.“
როგორც ლოკალიზაციის ექსპერტები აღნიშნავენ, რაც უნდა დახვეწილი და სრულიად ქართული ტერმინოლოგია შეიქმნას, საზოგადოების მხრიდან გარკვეული კრიტიკა და უკმაყოფილება მაინც იქნება. თითქმის გამორიცხულია ყველასთვის მოსაწონი პროდუქტის შექმნა. თუმცა, კომერციული თუ არაკომერციული ორგანიზაციების შრომას უქმად არ ჩაუვლია და აშკარა პროგრესი სახეზეა.
ავტორი: ნინა ბურჯანაძე
მწარმოებელი: CrystalIdea
ვერსია: 3.2.2
პროგრამის ვებ-გვერდი: AnyToISO
ქართული ენის ფაილი: გადმოწერა
გაქართულებაზე მუშაობდა: საბა ხმალაძე