წ ე ს დ ე ბ ა
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი
“იუ-ჯი-ელ-თი“
თბილისი
2010
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი “იუ-ჯი-ელ-თი” (შემდგომ ტექსტში “ორგანიზაცია”) შექმნილია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
1.2. ორგანიზაცია რეგისტრაციის მომენტიდან წარმოადგენს იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, განცალკევებული ქონება, საანგარიშსწორებო და სავალუტო ანგარიშები საქართველოს და საზღვარგარეთის საბანკო დაწესებულებებში.
1.3. ორგანიზაცია უფლებამოსილია თავისი სახელით დადოს გარიგებები, შეიძინოს ქონებრივი, პირადი არაქონებრივი უფლებები და იკისროს მოვალეობები, იყოს მოსარჩელე ან მოპასუხე სასამართლოში.
1.4. ორგანიზაციას აქვს ბეჭედი და ყველა საჭირო რეკვიზიტი.
1.5. ორგანიზაციის იურიდიული მისამართია:
- საქართველო, თბილისი, ნუცუბიძის II მკრ. I კვარტ. კორპ. 1″ა”, ბ. 22.
მუხლი 2. ორგანიზაცის საქმიანობის მიზანი და ამოცანები
2.1. ორგანიზაციის საქმიანობის მიზნებია:
- კომპიუტერულ სივრცეში არსებული სხვადსხვა სახის და დანიშნულების პროგრამული უზრუნველყოფის თარგმნა საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მათი დახვეწა, განვითარება და გავრცელება;
- აგრეთვე თამაშების, ტექნიკური და კომპიუტერული ტერმინოლოგიის შექმნა;
- კომპიუტერული ლიტერატურის გაქართულება, აგრეთვე ქართულენოვანი პროგრამების შექმნა, სხვადასხვა ცნობადი საიტების გადაქართულება;
2.2. თავისი მიზნების მისაღწევად ორგანიზაცია:
- აწარმოებს ფართო მთარგმნელობით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს;
- ამყარებს კონტაქტებს, როგორც დამოუკიდებელ, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებში გაწევრიანებულ მთარგმნელებთან და პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში მომუშავე სპეციალისტებთან;
- აქტიურად თანამშრომლობს ანალოგიური მიზნების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
- ქმნის ფილიალებს, წარმომადგენლობებს, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
- ეწევა საგამომცემლო საქმიანობას;
2.3. ორგანიზაცია შეიძლება ეწეოდეს სხვა საქმიანობას, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება ორგანიზაციის მიზნის განხორციელებას.
მუხლი 3. ორგანიზაციის წევრობა
3.1. ორგანიზაციის წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აღიარებს ორგანიზაციის დებულებას და წერილობითი განცხადებით მიმართავს თავმჯდომარეს.
3.2. ყოველ წევრს აქვს უფლება ორგანიზაციიდან თავისუფალი გასვლისა.
3.3. წევრი ორგანიზაციიდან გასულად ითვლება წერილობითი განცხადების შეტანის შემდეგ.
3.4. უფლებამოსილებისა და მემკვიდრეობის უფლების გადაცემა სხვა პირებისათვის აკრძალულია.
3.5. დებულებით აღიარებული მიზნებისა და ნაკისრი ვალდებულებების სისტემატურად და არაჯეროვნად დაუცველობის შემთხვევაში გამგეობას შეუძლია გარიცხოს წევრი ორგანიზაციიდან.
3.6. ორგანიზაციის ყველა წევრი სარგებლობს უფლებით არჩეულ იქნეს გამგეობის ხელმძღვანელ ორგანოებში.
მუხლი 4. ორგანიზაციის დამფუძნებლები
4.1. ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან:
- ბაჩანა მძელური.
დაბადებული: 14.12.1973 თბილისი.
მისამართი: საქართველო, თბილისი, ნუცუბიძის III მკრ. I კვარტ. კორპ. 15, ბ. 54.
პირადი # 01006006011.
- გიორგი მელითაური.
დაბადებული: 03.05.1985 თბილისი.
მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაჟა ფშაველას VII კვარტ. კორპ. 1, ბ. 70.
პირადი # #01008039962.
მუხლი 5. ორგანიზაციის წევრთა საერთო კრება
5.1. ორგანიზაციის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა ორგანიზაციის წევრთა საერთო კრება, რომელიც მოიწვევა წელიწადში ერთხელ მაინც.
5.2. წევრთა კრება გადაწყვეტილებას იღებს ორგანიზაციის ყველა იმ საკითხზე, რომლებიც არ შედის გამგეობის კომპეტენციაში. გადაწყვეტილება ნამდვილია, თუ საკითხი კრების მოწვევისას დღის წესრიგში იყო შეტანილი.
5.3. საერთო კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.
5.4. იმ წევრებს, რომლებიც ვერ ესწრებიან კრებას, შეუძლიათ წერილობით მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში. ისინი უთანაბრდებიან კრებაზე დამსწრე წევრებს.
5.5. წევრთა საერთო კრება:
- იღებს ორგანიზაციის წესდებას და ცვლილებები შეაქვს მასში;
- ირჩევს ორგანიზაციის გამგეობას და თავმჯდომარეს;
- ისმენს გამგეობის ანგარიშს;
- ამტკიცებს გამგეობის მიერ წარმოდგენილი ორგანიზაციის საქმიანობის საორენტაციო წლიურ პროგრამას;
- იღებს გადაწყვეტილებას ორგანიზაციის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ.
- ამტკიცებს გამგეობის მიერ წარდგენილ წლიურ ბიუჯეტს;
- წყვეტს სხვა საკითხებს, რომლებიც ამ წესდებით სხვა ორგანოთა უფლებამოსილებებს არ განეკუთვნება.
მუხლი 6. ორგანიზაციის გამგეობა
6.1. ორგანიზაციის გამგეობის შემადგენლობაში შედიან საერთო კრების მიერ არჩეული წევრები.
6.1.1. გამგეობის წევრებს ირჩევს წევრთა საერთო კრება, ხუთი წლის ვადით.
6.2. გამგეობის სხდომა მოიწვევა საჭიროების მიხედვით, მაგრამ არა უმცირეს ორისა წელიწადში.
6.3. გამგეობის რიგგარეშე სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს ერთ-ერთი წევრის მოთხოვნით.
6.4. გამგეობის სხდომებზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით.
6.5. გამგეობის კომპეტენციას განეკუთვნება:
- საერთო კრების მიერ დამტკიცებული სამუშაო პროგრამისა და გეგმების განხორციელება;
- იმ პროგრამების გამხორციელება, რაც გამომდინარეობსორგანიზაციის მიზნებიდან;
- ორგანიზაციის წევრების მიღება;
- საწევრო გადასახადის ოდენობის დადგენა;
- ორგანიზაციის საწარმოების დაფუძნება ან სხვა საწარმოებში ორგანიზაციის წილობრივი მონაწილეობის საკითხის გადაწყვეტა;
- ორგანიზაციის ფილიალების, რეგიონალური ორგანიზაციების შექმნა და მათი ხელმძღვანელების დანიშვნა;
- სამუშაო ჯგუფების შექმნა;
- საერთო კრების მოწვევა, მისი ჩატარების ადგილისა და თარიღის დაწესებით და საზოგადოების წევრებისათვის შეტყობინებით;
- სპეციალური თემატური შეხვედრების მოწვევა და ჩატარება, მომხსენებლებისა და სამუშაო ჯგუფების განსაზღვრა;
- საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის, ორგანიზაციის ფინანსური ანაგარიშის მომზადება და ბიუჯეტის პროექტის შედგენა;
- გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების მიღება;
- ორგანიზაციის სხვა საქმიანობის წარმართვა მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად.
6.6. ორგანიზაციის გამგეობის წევრები არიან:
- ბაჩანა მძელური.
დაბადებული: 14.12.1973 თბილისი.
მისამართი: საქართველო, თბილისი, ნუცუბიძის III მკრ. I კვარტ. კორპ. 15, ბ. 54.
პირადი # 01006006011.
- გიორგი მელითაური.
დაბადებული: 03.05.1985 თბილისი.
მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაჟა ფშაველას VII კვარტ. კორპ. 1, ბ. 70.
პირადი # #01008039962.
მუხლი 7. ორგანიზაციის თავმჯდომარე
7.1. ორგანიზაციის თავმჯდომარე უძღვება საერთო კრებას და ხელმძღვანელობს გამგეობის სხდომებს. იგი არის ორგანიზაციის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი.
7.2. ორგანიზაციის თავმჯდომარე აირჩევა წევრთა საერთო კრების მიერ, ხუთი წლის ვადით.
7.3. ორგანიზაციის თავმჯდომარე:
- ხელმძღვანელობს ორგანიზაციის ყოველდღიურ მუშაობას, ამზადებს გამგეობის სხდომებს, ადგენს მიღებულ გადაწყვეტილებათა და რეკომენდაციათა რეალიზაციას;
- იწვევს სამუშაოზე შრომით ხელშეკრულების საფუძველზე მუშაკებს;
- იღებს ორგანიზაციაში შემოსვლის მსურველთა განცხადებებსა და გასცემს საზოგადოების წევრობის დამადასტურებელ დოკუმენტს;
- ხელს აწერს ორგანიზაციის სახელით დადებულ ხელშეკრულებებს, გარიგებებს, კონტრაქტებს, აწარმოებს მოლაპარაკებებს, გასცემს მინდობილობებს, ხსნის და ხურავს ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში;
- ხელს აწერს ორგანიზაციის ოფიციალურ და ფინანსურ დოკუმენტებს;
- ახორციელებს ორგანიზაციის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალური ქონების ოპერატიულ მართვას და პასუხისმგებელია მათ სწორ გამოყენებაზე;
- ხელმძღვანელობს გამგეობის საქმიანობას და განსახორციელებელ პროგრამებს;
- გამგეობას დასამტკიცებლად წარუდგენს ორგანიზაციის პროგრამების კოორდინატორთა კანდიდატურებს.
7.4. ორგანიზაციის თავმჯდომარეა:
- გიორგი მელითაური.
დაბადებული: 03.05.1985 თბილისი.
მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაჟა ფშაველას VII კვარტ. კორპ. 1, ბ. 70.
პირადი # #01008039962.
მუხლი 8. ორგანიზაციის საკუთრება, შემოსავლის წყარო
8.1. ორგანიზაციის საკუთრებაში შეიძლება იყოს ნებისმიერი უძრავი და მოძრავი ქონება.
8.2. ორგანიზაციის შემოსავლებს შეადგენენ:
8.2.1. გრანტები და შემოწირულობები;
8.2.2. საწევრო შესატანები;
8.2.3. სხვა სახსრები, რომელთა მიღება არ არის აკრძალული კანონმდებლობით.
მუხლი 9. ორგანიზაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
9.1. ორგანიზაციის რეორგანიზაცია ხდება წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9.2. ორგანიზაციის ლიკვიდაცია ხდება:
ა) ორგანიზაციის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით.
ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებში სასამართლოს გადაწყვეტილებით.
9.3. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ორგანიზაციის ქონება განაწილდება ორგანიზაციის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
9.4. ორგანიზაციის ლიკვიდაცია დასრულებულად ითვლება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მისი სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.
ორგანიზაციის დამფუძნებლები:
ბაჩანა მძელური
გიორგი მელითაური