“იუ-ჯი-ელ-თი” 2 წლისაა!

ძვირფასო მომხმარებლებო,

გილოცავთ! ჩვენ უკვე ორი წლის ვართ!

ამ მცირე ხნის განმავლობაში გამქართულებელთა მცირე რიცხვოვანმა ჯგუფმა შევძელით, რომ დაგვესრულებინა და თქვენთვის მოგვეწოდებინა 69 დასრულებული პროდუქტი, რომელთა ჩამონათვალი შეიცავს კომპანია “აშამპუს” (Ashampoo) 30, “პირიფორმის” (Piriform) 4, “იობიტის” (IObit) 4, “ობვიუსაიდეას” (ObviousIdea) 2, „ენთივინდის“ (NtWind) 2, „ვაიზქლინერის“ (WiseCleaner) 5, „სუპერიზის“ (SuperEasy) 5 პროდუქტს და ა.შ.
ამ ხნის მანძილზე მოვიპოვეთ 6 მწარმოებლის (Ashampoo, WinRAR, IObit, SuperEasy, WiseCleaner, ScreenPresso) ნდობა და დავამყარეთ მათთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც მომავალში უფრო გამყარდება და გაფართოვდება.

ამჟამად, დაწყებულია და მიმდინარეობს რამდენიმე პროექტზე მუშაობა, რომელიც ქართულენოვან მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციას ეზიაროს მის მშობლიურ ენაზე.

აგრეთვე, მუშაობა მიდმინარეობს სამხედრო და კომპიუტერული ტერმინოლოგიის ლექსიკონის შექმნაზე და იმედი გვაქვს წლის ბოლომდე დავასრულებთ.

გვინდა გთხოვოთ, რომ უფრო მეტად ჩაერთოთ ჩვენს საქმიანობაში, უფრო აქტიურნი იყოთ, მოგვწეროთ თქვენი შენიშვნები და მოსაზრებები სხვადასხვა ტერმინთან დაკავშირებით, აგრეთვე, მიგვითითოთ შეცდომებზე და მაქსიმალურად გაგვაკრიტიკოთ (კრიტიკა ხომ კარგი სტიმულია უკეთესად მუშაობისთვის).

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი შედეგი მიღწეულია რამდენიმე ადამიანის მიერ და იქვე დაფიქრდით, თუ რამდენს მივაღწევდით ერთად დგომის შემთხვევაში.

შეგახსენებთ, რომ „იუ-ჯი-ელ-თი“ ღია სახის ორგანიზაციაა და მასში გაწევრიანება შეუძლია ყველას!

შემოგვიერთდით, ერთად გავაქართულოთ მსოფლიო!