ჩვენი ბლოგი ძირითადად საინფორმაციო ტექნოლოგიებს შეეხება, მაგრამ გვექნება ისეთი გადახვევებიც როგორიც ეს სიახლეა, ეს გამოწვეულია იმით რომ, აღფრთოვანებული ვარ იმით რაც დღეს ჩვენთან ხდება.

საქართველოში ჩამოსულები არიან Grand Tour-ის (ყოფილი Top Gear) წამყვანები ჯერემი კლარკსონი,  რიჩარდ ჰამონდი და ჯეიმს მეი.

მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით ისინი იღებენ სერიას საქართველოში, ჩამოსულები არიან შემდეგი მანქანებით: Bentley, Aston Martin, BMW M8 850i.

თავდაპირველად ბათუმი მოინახულეს და თბილისისკენ წამოვიდნენ, გზად კარგი ნაზუქიც მიირთვეს, გორშიც შეიარეს ბიძა სტალინის მოსანახულებლად და დედაენის პარკშიც მოაწყეს გადაღება, ზუსტად როდის, სად და რას გადაიღებენ ინფორმაცია არ გვაქვს.

დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს გზებზე თვალს დახუჭავენ და კარგი კუთხით წარმოგვაჩენენ, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი პიარი, რადგან შოუ გადაიცემა ინტერნეტით და მისი ყურების საშუალება აქვს ნებისმიერს, ვისაც ინტერნეტი გააჩნია. ეს კი, დამეთანხმებით, ძალიან დიდი ციფრია!

[განახლება 03.10 12:00]

როგორც ინფორმაცია გვაქვს ეს 3 შესანიშნავი მანქანა დღეს დილის 08:00-დან 18:00-მდე იქნებიან რუსთავის ტრეკზე, რადგან ტრეკი დაიჯავშან ამ პერიოდში.

ასევე დილითვე შეამჩნიეს თბილისი რუსთავის გზაზე.

 

ინფორმაციის განახლებამდე გადახედეთ პატარა გალერეას.

ხაშური და ნაზუქი
ხაშური და ნაზუქი
BMW, Aston Martin, Bentley
BMW, Aston Martin, Bentley
BMW, Aston Martin, Bentley
BMW, Aston Martin, Bentley