
მწარმოებელი: Ashampoo
ვერსია: 10.0.1
პროგრამის ვებ-გვერდი: Photo Commander 10
ძალიან ხშირად საქართველოში დამკვიდრებული კომპიუტერული და ტექნიკური ტერმინოლოგია საზოგადოების რაღაც ნაწილის უკმაყოფილების და ზოგ შემთხვევაში დაცინვის საგანიც კი ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა შეიძლება არც კი იცოდეს, ძირითად შემთხვევებში ამ ტერმინოლოგიის შემუშავება სწორედ საზოგადოებრივი განხილვების შედეგად ხდება. თუმცა, არსებობს პროექტები, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც მთარგმნელების მაკოორდინებელი ჯგუფი, ე.წ. გამქართულებლები იღებენ. სიტყვა „მიჯიკა“, ქართველ კინომანებს აქამდე ქართულ მხატვრულ ფილმ „იმერულ ესკიზებს“ ახსენდება, დღეს კი ეს სიტყვა სოციალურ ქსელ „Facebook“–თან ასოცირდება. როგორც ნოშრე ჩხაიძე Microsoft–ის პროდუქტების ლოკალიზაციის პროექტების მენეჯერი ამბობს, „Facebook“–ის გაქართულება არის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კოლაბორაციის საუკეთესო ნიმუში. ეს არის ლოკალიზაციის პროექტი, სადაც მხოლოდ ხალხმა გააქართულა პროდუქტი. “Facebook–მა აირჩია არაკოორდინირებული, სრულიად…
მოგესალმებით, ძვირფასო მომხმარებლებო, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. იმედი გვაქვს, რომ ახალი 2012 წელი ყოველი ჩვენთაგანისთვის მიზნების მიღწევის, ოცნების ასრულების და ყოველდღიური წარმატების წელი იქნება. გისურვებთ ღვთის წყალობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წინ სვლას ცხოვრებაში. იმედი გვაქვს, რომ 2012 წელს შევძლებთ უფრო მეტი პროდუქტის გაქართულებას, უფრო მეტი რესურსების მოძიებას საყვარელი საქმის შესასრულებლად და უფრო მეტი პასუხისმგებლობით მუშაობას, ვიდრე ეს 2011 წელში შევძელით. გმადლობთ, ყველას ვინც 2011 წლის განმავლობაში მხარში გვედექით, გვჯერა, რომ ნაწილობრივ გავამართლეთ თქვენი იმედი და გპირდებით, რომ 2012 წელს უფრო დიდ ძალისხმევას ჩავდებთ თქვენი იმედის გასამტკიცებლად! კეთილი სურვილებით, “იუ-ჯი-ელ-თი”
“იუ-ჯი-ელ-თი”-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი მელითაურის ინტერვიუ მედიაკავშირში “ობიექტივი”.
მწარმოებელი: Ashampoo
ვერსია: 9.1.0
პროგრამის ვებ-გვედი: WinOptimizer 9
ქართული ენის ფაილი: გადმოწერა
მწარმოებელი: AnyVideoConverter
ვერსია: 4.3.3
პროგრამის ვებ-გვერდი: Any Video Converter Ultimate
ქართული ენის ფაილი: გადმოწერა